Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ სტუდენტები ფრანგული ენის კურსებზე გაემგზავრებიან

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის კომპიუტერული მეცნიერების მიმართულების  სტუდენტები ფრანგული ენის ერთთვიან კურსზე საფრანგეთში გაემგზავრებიან.

 

ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტისა და თსუ კომპიუტერული მეცნიერების ქართულ-ფრანგული საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელთა ჩართულობით,ორეტაპიანი კონკურსის შედეგად გამოვლინდა ორი საუკეთესო სტუდენტი - ნიკა ტალახაძე და ალექსანდრე ჯინჭარაძე. ამ სტუდენტების  ენის კურსებზე სწავლა სრულად დააფინანსდება ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის მიერ.

 

ნიკა ტალახაძე და ალექსანდრე ჯინჭარაძე სწავლას გააგრძელებენ თსუ კომპიუტერული მეცნიერებების ქართულ-ფრანგულ პროგრამაზე, რომელიც სტუდენტებს სთავაზობს ერთდროულად ორი - თსუ-სა და პარი-საკლეს ევრის უნივერსიტეტის - დიპლომის მიღების შესაძლებლობას.

 

თსუ კომპიუტერული მეცნიერებების ქართულ-ფრანგულ პროგრამა კვლავაც აქტიურად შეუწყობს ხელს კომპიუტერული მეცნიერებით დაინტერესებულ სტუდენტებს, რათა მათ მაქსიმალურად ისარგებლონ პროგრამის ყველა შესაძლებლობით.

თარიღი: 14/06/2025